მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა – თენგიზ ცერცვაძე

რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება ფიქსირდება, მაგრამ განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არის – მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა, ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ნამდვილად ფიქსირდება რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავაფიქსირო მყარი პოზიცია, რომ არანაირი საფუძველი განგაშის ან პანიკისთვის, არ არსებობს. ეს რაოდენობა, რომელიც ახლა, ფიქსირდება ექსტრაორდინარული არ არის, ეს არის ამ პერიოდისთვის, საქართველოსთვის ჩვეული, ყოველწლიური რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი განმარტებით, მოქალაქეების აღქმაა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახლა მიმდინარე ვირუსი „კოვიდვირუსთან“ შედარებით რთულია.
„ეს არის უბრალოდ, მოქალაქეების აღქმა, დაავიწყდათ ის, რაც იყო წინა სამი წლის განმავლობაში,თორემ სიმძიმე მაშინ უნდა გენახათ, როდესაც მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ რესპირაციული ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა მისი შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც 3 წლის განმავლობაში იყო. რაც შეეხება ე.წ. ღორის გრიპს, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპია.