მოროშკინა: სამწუხაროდ საავადმყოფოებს დაემატებათ ფსიქიკა აშლილი პაციენტები, ფსიქოტროპულ დამოკიდებული მდედრები და გაბრუებული ახალგაზრდები, რომლებსაც ფანჯრებიდან ფრენა უყვართ….

“შუა სრულად გაიკრიფა!!!
დასრულდა პროცესი,
რომელიც 2012 წელს დაიწყო!
რთულია?
დიახ ძალიან რთულია ბრძოლა აგენტურასთან, მაგრამ ასმაგად რთულია სასარგებლო იდიოტებთან ბრძოლა,
რომლებიც სამეგობროშიც მრავლად გვყავს.
მე დიდი ხანია არავის ვეკამათები, მე ზოგადად არ მიყვარს რაღაცის მტკიცება, ეს სუსტების პრეროგატივაა .
ვიცავ ჩემს თავმოყვარეობას?
დიახ და 2011 წელს, მაშინ როდესაც “ოცნების” მომავალი ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანი იყო, მე ჩემი “არტილერია” შევასრულე.
იმიტომ, რომ
ქაჯმა უნდა იცოდეს რომ ქაჯია!
კვაზი ელიტამ უნდა იცოდეს,რომ საპნის ბუშტია, და თუ ამისათვის ხმაურიანი, “ხულიგნური” მეთოდები მჭირდება, ამასაც არ ვერიდები!
რა ხანია ველოდები მოვარდნებს, მაგრამ ამაოდ. ჭკუა ისწავლეს, რომ ცოცხლები ვერ გამასწრებენ.
-რომ დაგიჭირონ? მკითხავთ მე.
– ციხეს ორი კარი აქვს, – მე გიპასუხებთ.
ახლა რაც შეეხება იმას,თუ როგორ გაგრძელდება?
კარგად!
მშვიდად!
შენებით!
რა ეშველებათ იმ დამფრთხალ ხალხს, ბულინგის ძალით რომ გამოყავდა აგენტურას?
რა ეშველებათ 200 ლარიან მომიტინგეებს?
რა ეშველებათ სასარგებლო იდიოტებს?
რა ეშველებათ მოსკოვში გამდიდრებულ ბიზნესმენებს, რომლებიც ამუნათებდნენ მთავრობას და ხალხს “რუსო, რუსოს” ძახილით.
ბოლოდან დავიწყებ.
მათი ქმედებებით დაინტერესდა ს სანეპიდემ სამსახური და შესაბამისად ვეღარ გააგრძელებენ ასეთ მსუყე ბიზნესს.
სასარგებლო იდიოტებში საკვანძო სიტყვა “იდიოტია”,
აგენტურას დაიჭერენ და ათანამშრომლებენ.
რაც შეეხება შოუ ბიზნესს.
ჩემს, ვიმეორებ ჩემს ლალი მოროშკინას ივენთზე ვერასოდეს შემოდგამენ ფეხს ის ადამიანები, რომლებიც კოლეგებს ამუნათებდნენ და ჩვენს გუნდს(მე როგორც მხარდამჭერი #41) ათასნაირი ეპითეტით ამკობდნენ.
ახლა ყველამ თავად იდარდოს!
რა ქნან?
ილიცონ?
სად? ანჩისხატში, რომელსაც კვერცხები ესროლეს?
ქაშუეთში? რომელიც წაბილწეს?
მაცხოვართან? რომლის სახეც დაწვეს?
რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავი!!!
სამწუხაროდ საავადმყოფოებს დაემატებათ ფსიქიკა აშლილი პაციენტები, ფსიქოტროპულ დამოკიდებული მდედრები და გაბრუებული ახალგაზრდები, რომლებსაც ფანჯრებიდან ფრენა უყვართ….
ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ” – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ლალი მოროშკინა მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან აქციების დროს დაკავებულ ახალგაზრდებზე ამბობდა: მადლობა ღმერთს ყველა დაკავებულია და ციხეში სხედან.  ვიდეო იხილეთ აქ