,,მორიგი უსამართლობა!“ – გიორგი უშიკიშვილი

მომღერაკი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მორიგი უსამართლობა!
ხომ გახსოვთ, აკრედიტაცია რომ არ მოგვცეს სიმღერისა და გალობის სწავლების? სრულიად უკანონოდ, კანონის უგულებელყოფით.
Levan Shavadze- მ ხომ გააფორმა ეს უკანონობა, ახლა ლევან შავაძის უკანონობა, მორიგი უკანონობით, აპელაციაში დაადასტურა Goga Buchashvili – მა
აღსანიშნავია რომ მათ მიერ გამოგზავნილი 7 ექსპერტიდან, ექვსმა დადო დადებითი დასკვნა. მხოლოდ ერთმა — ლეილა მარუაშვილმა — წარმოადგინა დაუსაბუთებელი და მცდარი შენიშვნები. და, ოი საოცრებავ, კომისიამ არ გაითვალისწინა 6 ექსპერტის დადებითი დასკვნა და დაეყრდნო მხოლოდ ლეილა მარუაშვილს. აღსანიშნავია, რომ ლეილა მარუაშვილი არ არის დარგის სპეციალისტი!
დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში საბოლოოდ მაინც სამართალი იზეიმებს.
ჩვენ კი, გავაგრძელებთ ეროვნული საქმის კეთებას საქართველოს უნოვერსიტეტთან ერთად. საქართველოს უნივერსიტეტი
მადლობა მხარდაჭერისთვის”

ასევე დაგაინტერესებთ