მორიგება ხმაურიანი გამოსახლების შემდეგ – რა პირობით დააბრუნებს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას კერძო იპოთეკარი

კადრები, რომელიც “კურიერის” კამერამ გადაიღო, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების სახლიდან გამოსახლების დროს მომხდარ დაპირისპირებას ასახავს, რომელშიც ოჯახის მხარდამჭერები და მოძრაობა ხმის წევრები მონაწილეობდნენ. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აზიანებენ აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილს, რის გამოც ორივე მათგანი სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, ისროლეს სხვადასხვა ნივთიც.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს ედავება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოსამართლემ მიიღო, დაკავებულების ინტერესების დამცველი არ ეთანხმება, თუმცა თავად ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავასთან ერთად, 2 დღის წინ კეკელიძის პირველ ნომერში სამართალდამცველებმა კიდევ 18 პირი დააკავეს, თუმცა ისინი ადმინისტრაციული წესით. 18-ვე მათგანი, დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, და მათი საქმეების განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეს სასამართლო 6 პირის საქმეზე მსჯელობდა, გადაწყვეტილებას კი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
კეკელიძის პირველ ნომერში არსებულ საცხოვრებელ ფართზე დავა 2018 წელს დაიწყო – მას მერე, რაც ის, დარეჯან დვალმა საჯარო აუქციონზე შეიძინა. მარინე ხატიაშვილმა მაშინ ბინის დატოვებაზე უარი განაცხადა და, 6 წლის განმავლობაში, სწორედ აღნიშნულ ფართში ცხოვრობდა. დვალსა და ხატიაშვილს შორის ვითარება განსაკუთრებით 2 დღის წინ გამწვავდა – მაშინ, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილები საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. თუმცა, მხარეები დღეს უკვე შეთანხმდნენ.
კეკელიძის პირველ ნომერში, სადაც მარინა ხატიაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მისი საოჯახო ნივთები ჯერ კიდევ რჩება. მხარეებმა შეთანხმების შესასრულებლად ერთთვიანი ვადა აიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას