მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფეთქდა.
მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის 3 მეხანძრეა. 10 დაშავებული, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!