მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა – მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა. შეგახსენებთ, თურქეთის ეროვნული გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი მეტოქეა.
„შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის მზად ვართ. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. მესამე კალათიდან ისევ ყველაზე მძიმე მეტოქე შეგვხდა – საქართველო. მეოთხედან ბულგარეთი, რომელიც ამ კალათაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კარგ გუნდებთან დაპირისპირებები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს.
კარგი ნაკრები გვყავს, ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილებას იღებენ. თურქეთს
22 წელია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიუღია მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი დროა. მზად ვართ და ჯგუფის მოგება გვინდა. თუ პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ, მიზნის მიღწევას პლეი-ოფიდან შევეცდებით“.