მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში ამბობენ, რომ მომღერალი ვერ აკმაყოფილებს შესვლის პირობებს“.
ფირცხალავასთან ერთად მოლდოვაში არ შეუშვეს 38 მოქალაქე. ქართველი წარმომაცლობის მომღერალს ადგილობრივი მედია “რუს არტისტად” მოიხსენიებს.
ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”