მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა

მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა.
ტერიტორიაზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებული.
“ქართული ოცნების” ოფისთან მისვლამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთი შეჩერდნენ, ხოლო შემდგომ მტკვრის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
“მონებო!”, “რუსებო!”, – სკანდირებენ მომიტინგეები.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება