“მომთხოვნი და პირდაპირი ვარ” – “ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა საკუთარი მოთხოვნებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ, მომთხოვნი და პირდაპირი ვარ. ვზრუნავ ჩემს გუნდზე, ფეხბურთელებსა და სტაფის წევრებზე. თანმიმდევრული და ორგანიზებული ვარ, ასევე მკაფიო წარმოდგენა მაქვს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა.
ახლა კარიერის იმ ეტაპზე ვარ, როცა მინდა, რომ გულშემატკივრებს გამარჯვებულ მწვრთნელად დავამახსოვრდე, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ჩემი საქმეა შევქმნა ატმოსფერო და გარემო, სადაც საკუთარი საქმის კეთება სიამოვნებას განიჭებს და მატჩებს იგებ”, – ინგლისელის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებსაიტი ციტირებს.
შეგახსენებთ, როსენიორი აქამდე “სტრასბურგს” წვრთნიდა, ლიამმა ამ პოსტზე ენცო მარესკა შეცვალა.
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
ვინ გაწვრთნის “ჩელსის”? – ფავორიტი გამოიკვეთა
“ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა” – The Athletic-ი მარესკას “ჩელსიდან” გაშვების მიზეზებს ასახელებს
“სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ” – პეპ გვარდიოლა “ჩელსისთან” მატჩის შემდეგ
“ჩელსის” გაყიდვიდან შემოსული თანხა ს აუცილებლად უნდა მოხმარდეს” –
“ჩელსის” ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
“ჩელსიმ” მარესკა გაათავისუფლა – მოურინიო “არისტოკრატებს” სათავეში მესამედ ჩაუდგება?!