შენი ზაფხულის ისტორია იწყება აქ. იდეა დეველოპმენტი – მულტიფუნქციურ კომპლექს – იდეა პანორამას მომავალ მცხოვრებლებს შთამბეჭდავ, საავტორო საზაფხულო შეთავაზებებს სთავაზობს.
შეთავაზება #1 – შემოსავალი პირველივე შენატანიდან.
ერთსაძინებლიანი ბინის შეძენის შემთხვევაში – პირველადი შენატანის გადახდისთანავე მიიღებთ ყოველთვიურად 2000₾-იან გარანტირებულ შემოსავალს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ბინა მშენებარე პროექტში, მშვიდად ადევნოთ თვალყური მის აშენებას, ხოლო შემოსავლის მიღებას კი მომენტალურად დაიწყებთ.
შეთავაზება #2 – ორი გასაღები ერთის ნაცვლად
ორი ან მეტ საძინებლიანი ბინის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ სრულიად ახალი ავტომობილი მომენტალურად. დაიწყეთ ზაფხულის ისტორია იდეა პანორამასთან ერთად და მიიღე ორი გასაღები ერთის ნაცვლად.
იდეა პანორამა ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გ.დანელიას ქუჩაზე (უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ).
პროექტი პრესტიჟული ადგილმდებარეობით, მაღალი ხარისხის მშენებლობით და უცვლელი პანორამული ხედით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
