მომენტალური გადარიცხვის ინოვაციური მეთოდი – პირველად საქართველოს ბანკის მობილბანკში

ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა მხოლოდ მობილურის ნომრით თანხის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა დანერგა და სამ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამჯერად კი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის გადარიცხვის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომი გახდა.

მომენტალური გადარიცხვების სისტემის დახმარებით, პირველად, საქართველოში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ თანხა საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღები პირის ანგარიშზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მომენტალურად აისახება.

სერვისის უპირატესობა ისაა, რომ თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში.

გარდა ამისა, ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი მოქმედებს. მომხმარებლებს კი დღის განმავლობაში გადარიცხვის შეუზღუდავი სიხშირით განახორციელება შეუძლიათ.

“საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დანერგვა სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებაა – გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა და შესაძლებლობა მივცეთ, ნებისმიერ დროს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვადასხვა ვალუტაში ტრანზაქციები რამდენიმე წამში შეასრულონ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთა კომფორტს და კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო მომსახურების პროცესს”, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად