ახალი კვლევის თანახმად, მატარებლით მგზავრობა აღმავლობის გზას ადგას და ევროპელებიც ამას მხარს უჭერენ.
Hitachi Rail-ის მიერ 11 000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს მეტი იმგზავროს მატარებლით და ნაკლებად თვითმფრინავით.
გლობალურად, ათიდან შვიდზე მეტმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ ისინი უფრო ხშირად გამოიყენებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ ის უკეთესად იქნებოდა დაკავშირებული და ნახევარზე მეტი გამოიყენებდა მას მაშინაც კი, თუ ის უფრო ძვირი დაჯდებოდა.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოქალაქეები მომდევნო წლებში მატარებლით მგზავრობის მკვეთრად გაზრდას ელიან, რაც საჰაერო მგზავრობის ხარჯზე მოხდება.
