მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება – თბილისის მერიის ინიციატივით, “თბილისის განვითარების ფონდი” პროექტს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს

თბილისის მერიის ინიციატივით, “თბილისის განვითარების ფონდი” მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე განხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. პროექტის ფარგლებში კი რეაბილიტირდება ქუჩაზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ეტაპებზე ჩართულები იქნებიან სათანადო დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც შესაბამისი კვლევის საფუძველზე იზრუნებენ ისტორიული იერსახის დაცვასა და შენარჩუნებაზე.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს, ხოლო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა