მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა, ჩვეულებრივი მოვლენაა ამ სეზონისთვის, რომ უნდა იყოს რესპირატორული ვირუსული ინფექციები – მარინა ენდელაძე

ვირუსული ინფექციის მატება საქართველოში – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ვირუსების მატება ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშოც არაფერია.
სპეციალისტის თქმით, აუცილებელია მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება.
“ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა და დაიწყო მატება. მომართვიანობა გაზრდილია, დატვირთული ვართ, უპირატესად იანვრის თვიდან დაიწყო მატება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ სეზონისთვის, რომ უნდა იყოს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები და არის სხვადასხვა. ამიტომ, საჭიროა დიფერენცირება და დატესტვა. ამიტომაც არის აუცილებელი მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის აცხადებს, რომ საქართველოში ვირუსების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპები, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინებიც ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
სპეციალისტების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ძირითადად “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს