მომავალში კონსულტაციებს ვაპირებთ – ჯაფარიძე “ახალზე”

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სა და ს გაერთიანებასთან მომავალში აპირებენ კოორდინაციასა და კონსულტაციებს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ ერთად ამჟამად საკუთარი კამპანიითაა დაკავებული.
„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონია და ვიცი, რომ მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ამ წუთში, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენ ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავიანთი კამპანიით არიან დაკავებული, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სამთვიანი — როგორც თვითონ ახასიათებენ — რთული კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 11 მარტს გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
პარტია „ახალში“ შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე და სხვები.
დიდი ალბათობით, პარტია „ახალში“ შევლენ ხატია დეკანოიძე, , ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი. გვარამიამ მათთან „ახლო მეგობრობა“ და კონსულტაციები დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მოვლენებს ვერ დაასწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ