მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით

მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით
მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან და მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით.
„აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა გაგრძელებაა ჩაფიქრებული ამ ყველაფრის უკან. ჩანს, რომ კეთდება მკვეთრი განცხადებები და ამ მკვეთრ განცხადებებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. რა არის ეს მიზანი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, მაგრამ აქაც მოვერიდებით ჩვენი დასკვნების გასაჯაროებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან დაკავშირებით, მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს საქართველოზე ექნება გავლენა. როგორი გავლენა ექნება, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროდ, რაც ჩანს, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის. მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს