„მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება – თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ

„მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება – თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ
თავად ორგანიზაცია „სირცხვილიას“ სახელშივე დევს ზიზღი ხელისუფლების მიმართ, რომ უნდა გრცხვენოდეს შენი ქვეყნის, შენი ხელისუფლების. ჯერ, ასეთი სახელის მქონე ორგანიზაცია საერთოდ რომ დააფინანსებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა
ჟურნალისტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს დამფინანსებელი ორგანიზაციების განცხადებები შეახსენა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიას ეხმარებიან. პაპუაშვილის თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება და ეს დემოკრატიული დახმარება არ არის.
„თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ ასეთი დემოკრატია, „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება და ეს დემოკრატიული დახმარება არ არის. ევროკავშირის ფული მიდის ორგანიზაციაში, რომელიც „მოლოტივის კოქტეილის“ რომანტიზებას ახდენს“!, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა