მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული

მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ქვეყნის ს შედეგის განმკარგველები, საქართველოში ეს სქემა ვერ აამუშავეს, თუმცა, შეეცდებიან აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას მიაღწიონ, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული
მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოში მოლდოვის სცენარი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აამუშავეს, თუმცა, მაინც შეეცდებიან მოლდოვის მსგავსად, აქაც გაამარჯვებინონ აგენტურას. აქედან გამომდინარე, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიტინგებზე ფსონი დიდი იქნება.
“მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები. ვინმე დააკვირდა მათი ხმების მიცემას?
საქართველოში ეს სქემა, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ აამუშავეს. თუმცა, მოლდოვაში მიღწეულით გულმოცემულები შეეცდებიან საქართველოშიც მიაღწიონ აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას. შესაბამისად, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული ყველანაირ განზომილებაში – ფინანსურიდან დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული. ამას ყველაფერს ვნახავთ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს

ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი – ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება