მოლდოვა დსთ-ს დატოვებას აპირებს – დეტალები

მოლდოვა დსთ-ს დატოვებას აპირებს – დეტალები
მოლდოვა 2024 წლის ბოლომდე რუსეთთან დაკავშირებული სავაჭრო და პოლიტიკური ორგანო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, დსთ-ს დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა დოინა გერმანიმ ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლომდე დსთ-დან ყველა დარჩენილი დადებული შეთანხმების დენონსირებით [საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა] გამოვა.
პარალელურად, დოინა გერმანის თქმით, მოლდოვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაეწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები სთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში ინტეგრაციის პროოცესს იწყებს.