მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მოითხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი მიიჩნევს, რომ უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, შესაძლებელია ს ჯარების გაყვანა დნესტრისპირეთიდან.
მოლდოვის მთავრობის მეთაურს ჰკითხეს, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული ჯარები გაიყვანო.
„ახლა არის საერთაშორისო კონტექსტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის მიერ დნესტრის მარცხენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა. შესაძლოა, არა მაინცდამაინც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში — ძნელი წარმოსადგენია ეს უახლოეს მომავალში — არამედ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ეხება ს და ევროკავშირის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას“, — განაცხადა დორინ რეჩინმა.
მისი თქმით, მოლდოვა მოითხოვს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში დადგეს.
„ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც ახლა ეხება მშვიდობას ან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, არსებითად ეხება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ევროპაში”, — თქვა რეჩინმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, რუსეთის პროვოცირებული ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.
ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ასევე ეთნიკურად დასახლებულ გაგაუზიაშიც, რომელიც მოგვიანებით ფართო ავტონომიის პირობით, მშვიდობიანი გზით, დაბრუნდა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სფეროში.
დნესტრისპირეთში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.
დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.