მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი
ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი. ის მოქმედებს მთლიანად გარე ძალების კარნახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას ემსახურება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბარი და მუქარა, როდესაც ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს წარმატებები.
„ესეც ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ შევადაროთ მოლდოვას ჩვენი ქვეყანა. ეს ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში, აქვს უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები, არის დსთ-ს წევრი, სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2021-2024 წლებში ჩვენ მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მლრდ დოლარზე მეტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3 მლრდ დოლარზე მეტით. ამხელა სხვაობაა საქართველოს და მოლდოვას შორის. ვინც კი ოპოზიციონერი იყო, პარლამენტიდანაც გაუშვეს.
არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი. 2 არხია სულ, 1 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, მე-2 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2, რომლებიც სინამდვილეში არის სახელმწიფო ტელევიზიები, პირდაპირ ხელისუფლების სამსახურში არიან ჩამდგარი. ეს არის მოლდოვაში არსებული მდგომარეობა, თუმცა მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს. ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი. ის მოქმედებს მთლიანად გარე ძალების კარნახით“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა

ასევე დაგაინტერესებთ

ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს – ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ძალა

ლიბერალურ ფაშიზმს საზღვრები არ აქვს, ის ობობის ქსელივით არის მოდებული მთელ მსოფლიოზე და აუცილებელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის გაერთიანება, რათა დროულად დასრულდეს ეს მახინჯი იდეოლოგია