მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება დაიწყეს – კილოგრამის ფასი 750 ლარამდეა

მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება დაიწყეს. ამის შესახებ AgroExpert.md-ზე დაყრდნობით East Fruit წერს. იდეა მოლდოვის ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრ, ვასილ ბუმაკოვს ეკუთვნის.
მისი თქმით, შავი ფერმენტირებული ნიორი ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროდუქტია და საფუძველს კორეიდან იღებს. ასეთი ეს პროდუქტი პირველად იაპონიაში ნახა და აზიის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია.
ჯერჯერობით 60 კგ შავი ნიორი სუპერმარკეტების ქსელ Linella-ში იყიდება. მისი თქმით, შავი ნივრის სტანდარტული 100-გრამიანი შეფუთვის ფასი 100-130 რუმინული ლეუ იქნება, რაც ლარში 55-დან 75 ლარამდეა.