მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის გაყალბების შესაძლო მომზადებასთან დაკავშირებით მოლდოვის პროკურატურისა და ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის გამოძიების ფარგლებში „გამარჯვების“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბელციში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისთან, რომელშიც მთავარ როლს ოლიგარქ ილან შორის პარტია ასრულებს, სპეცდანიშნულების რაზმის ხუთი ავტობუსი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო გაიმართება. ამავე დღეს, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!