“მოლდოვას გამოეყო 1,9 მილიარდი დოლარი… მილიარდობით ფულს ვკარგავთ ამ დამნაშავე რეჟიმის გამო” – რომან გოცირიძე

ევროკავშირთან დასაახლოვებლად მოლდოვას გამოეყო 1,9 მილიარდი დოლარი, რომელიც მოხმარდება ჯანდაცვის განვითარებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ბიზნესს და სხვა პროექტებს. საქართველო უფრო მეტს მიიღებდა. მოლდოვისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა მხოლოდ ამ პროგრამით არ შემოიფარგლება. კიდევ მეტი იქნება გაწევრიანებამდე, ხოლო გაწევრიანების შემდეგ თუ რა ხდება, ამის გარკვევა ძალიან ადვილია სხვა ქვეყნების მაგალითებზე. მილიარდობით ფულს ვკარგავთ ამ დამნაშავე რეჟიმის გამო პირდაპირ. არაპირდაპირი დანაკარგები საერთაშორისო იზოლციის გამო ბევრად მეტი იქნება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი დანაკარგები ასეულ მილიონობით დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება