მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ ს საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოლდოვა რუსეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, კერძოდ, მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დეპუტატი ალექსანდრე ნესტეროვსკი, რომელსაც პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დნესტრისპირეთში რუსი დიპლომატების დახმარებით გაიქცა.
„მოლდოვის რესპუბლიკის სასამართლო სისტემაში რუსეთის ფედერაციის ჩარევა მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში მოლდოვის რესპუბლიკა რომ ჩაერიოს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
ცნობისთვის, 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.