“მოლაპარაკებების გაყინვა, მომავალი ფინანსური დახმარება პირობებით” – ლექსმანი რუსულ კანონზე

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაყინვასა და მომავალი ფინანსური დახმარების პირობებზე ისაუბრა.
“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ შემოიღო აგენტების კანონი, გამჭვირვალობის შესახებ უცხოური ზეგავლენის თვალსაზრისით. იგი არღვევს კანდიდატის სტატუსის საფუძვლებს. ეს გახლავთ პუტინის ს მოდელი. შეთავაზებული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას იმის მაგივრად, რომ მიმდინარეობდეს ბრძოლა კრემლის ბოროტი გავლენების საწინააღმდეგოდ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ამაზე ნათელი – პირველ რიგში, უნდა გავყინოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობაზე დამოკიდებული, რომ აღნიშნული კანონი იქნება გაწვეული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, განახორციელოს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ”- თქვა ლექსმანმა. [სინქრონული თარგმანი]