“მოკლულია 4 ადამიანი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა” – რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს რუსთავის ბაზარში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუს­თა­ვის ბა­ზარ­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, სრო­ლის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 112-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის თა­ო­ბა­ზე.
შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
დად­გინ­და, რომ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ.სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.
ხოლო დაჭ­რი­ლია ერთი პირი, ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ” – ნათ­ქვა­მია -ს გან­ცხა­დე­ბა­ში.