,,მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა“ – სანდრო ცხადაძე –

სინდისის პატიმარს, ონისე ცხადაძეს მამასთან დამშვიდობების საშუალება მისცეს. ამის შესახებ პატიმრის ძმა, სანდრო ცხადაძე წერს:
,,მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი.
მამასაც შეეხო ონო და ეფერა.
უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.
და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა წულუკიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ”

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის