საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ეძებენ ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს.
“სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს”, – განაცხადეს სამაშველო სამსახურში.
ცხინვალში 8-წლის მოზარდი, დღეს, შუადღეს დინებამ გაიტაცა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.
