მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა ვიბლიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ბრძოლა წააგო

15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულმა 31 წლის მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა ბულგარეთში, ქალაქ ალბენაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 20 და 21 სექტემბერს ყველა შეხვედრა წააგო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
სპორტსმენი ორივე მკლავში ასპარეზობდა. ვიბლიანი კანადის, უკრაინისა და ს (ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენი) წარმომადგენლებთან შეხვედრებში დამარცხდა.
ხატია ვიბლიანს ბრალად ედება 15 წლის ბიჭის ცემა. 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარი შეუფარდა.
სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში ის ბულგარეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
დაზარალებული ბიჭის ოჯახი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, ერთი მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოზე და მეორე მხრივ, ის, რომ ხატია ვიბლიანს საქართველოს დატოვებისა და საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა:
„გადაწყვეტილება 3000 ლარიანი გირაოს შესახებ არის არასამართლიანი. და საზღვრის კვეთის უფლება ხომ საერთოდ აღმაშფოთებელია. ფაქტობრივად ის არაფრით დასჯილა, ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას“, – მისწერა რადიო თავისუფლებას 15 წლის მოზარდის ოჯახმა.
მოზარდზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. თავად ძალადობა 11 სექტემბერს მოხდა.
რამდენიმეწამიან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მოზარდს სახეში ურტყამს ხელებს. ბავშვი თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ქალს ის კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და გაქცევის საშუალებას არ აძლევს.
ამ სცენას უყურებს ბრალდებული ქალის 4 წლის შვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე