,, მოვუწოდებ, თავისი პირადი ბოღმები, ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და ემოციები, უკანა პლანზე გადაწიოს” – ბარამიძე პრეზიდენტს

ნაცმოძრაობის წევრი, გია ბარამიძე ს ინტრვიუს ეხმაურება. პრეზიდენტმა განაცხადა:
„დღეს „ოცნება“ გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამე, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს ერთპარტიულობას, ს გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი ხდება დღეს, დაუმატა . ამიტომ არის მიუღებელი და მიუღებელია ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობისთვის. დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც შეიძლება არჩევნების პერიოდშიც და გაყალბების გარეშეც აძლევდნენ ოცნებას ხმას, მე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების დიდი ნაწილი არაა მზად რუსეთის გზისთვის. არ უნდა“.
,,პრეზიდენტ სააკაშვილის მსოფლიოში აღიარებული, რეფორმატორი, კორუფციასა და კრიმინალთან ფანტასტიურად წარმატებულად მებრძოლი, ხელისუფლებისა და ივანიშვილის მოღალატური, პუტინის მსახური, კრიმინალური, რეჟიმის შედარება და ერთ კონტექსტში მოხსენიება არის ქოცობა!
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თავისი პირადი ბოღმები, ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და ემოციები, უკანა პლანზე გადაწიოს და რუსეთის მონების რეჟიმისა და პუტინის პირადი ტყვე, მიშა დროულად გაათავისუფლოს!
ეს მისი არა მარტო უფლება, არამედ (მით უფრო ახლა) მოვალეობაცაა.
თავისუფლება მიშას!
არა ქოცებსა და ცოცურ აზროვნებას!
დიდება საქართველოს!”

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი