„მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე“ – პაატა ბაირახტარი

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ლარის გაუფასურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეკონომისტი ასევე აცხადებს, რომ საჭიროა არაგეგმური სხდომის გამართვაც.
,,მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს კურსს, დაუბრუნდეს თავის მაკროეკონომიკურ მდგენელებს, ხოლო მეორე მხრივ, გაფანტავს აჟიოტაჟურ მოთხოვნას ბაზარზე. ეს არის სებ-ის კონსტიტუციური მოვალეობა და საერთაშორისო პრაქტიკაც. ასევე, რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას – მსგავს ენდოგენურ შოკებს, ცენტრალური ბანკები, ხშირად პასუხობენ მონეტარული პოლიტიკის არაგეგმური სხდომებითაც. ვფიქრობ, სებ-მა უნდა იფიქროს ამ ინსტრუმენტის დღევანდელ ვითარებაში გამოყენებაზეც.’’- წერს პაატა ბაირახტარი.
რაც შეეხება კურსის დაცემას, მიზეზად ეკონომისტი აჟიოტაჟური მოთხოვნით ხსნის.
,,დღეს ლარის გაუფასურება სრულად მომდინარეობს აჟიოტაჟური მოთხოვნიდან, რომელსაც მაკროეკონომიკური ფაქტორები არ განაპირობებს. აჟიოტაჟური მოთხოვნის განეიტრალება ხელეწიფება ცენტრალურ ბანკს და ბაზარზე ჩარევის, საკმაოდ დროული, მაგალითები უახლოეს წარსულში, არაერთხელ ვიხილეთ.’’- წერს პაატა ბაირახტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…