მოვუწოდებ ბრიტანელებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს ივანიშვილს და მის ოჯახს სანქციები – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.
ამის შესახებ ჯო უილსონი X-ზე წერს და აზიარებს „საერთაშორისო – გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ს და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერიას, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები). კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით. სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია.
„მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლო მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და მისი ხელშემწყობების ქსელს!“- წერს ჯო უილოსონი.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით.