„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“ – PACE-ს თანამომხსენებლების მიმართა მთავრობას

„ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიციირებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში – კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) ეხმაურებიან.
ისინი კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პარლამენტის დღის წესრიგიდან კანონპროექტი ამოიღონ.
„უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება – არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”, – განაცხადეს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ