მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნეს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა – აშშ-ის საელჩო

მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნეს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში -ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ის ელჩი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.
„განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნეს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”, – ნათქვამია განცხადებაში.