“მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი” – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია მხარდამჭერებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს:
ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!
ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!
ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება!
ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას