მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფლები, საკუთარი თვალით ვნახეთ რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის ტერიტორია არის უკანონოდ ოკუპირებული სხვა ქვეყნის მიერ – პია კაუმა

საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას შეფასებით, საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

“ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. თქვენს ქვეყანას ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აქვს, რადგან როგორც უკვე ჩვენ ყველამ გავიგეთ, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ოფიციალურად გამოცხადდება დეკემბერში.
რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს საქართველოში, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფლები. ჩვენი საკუთარი თვალით ვნახეთ რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის ტერიტორია არის უკანონოდ ოკუპირებული სხვა ქვეყნის მიერ.
ჩვენ იქ ვესაუბრეთ ადგილობრივებს, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომელიც რამე ფორმით შეიძლება რომ მისაღები იყო. ჩვენ სრულად გიჭერთ მხარს.
ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს როგორც ფასილიტატორს სამშვიდობო შეთანხმებაში. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებთ სომხეთის და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მხარდაჭერით და თქვენს აქ ყოფნას ძალიან ვაფასებთ,” – აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში