“მოვა დრო და ღმერთის შერცხვებათ… ჩვენ დავამარცხებთ ღმერთის მგმობელ რუსულ რეჟიმს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას!” – ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია:
“როდესაც ბოლშევიკები აპატიმრებდნენ, ისე ქონდათ საზოგადოება აწყობილი, ზუსტად იცოდნენ რა ელოდა პატიმრის ოჯახს. სრული განკვეთა საზოგადოებისაგან.
ამბროსი ხელაიას დაპატიმრების შემდეგაც კი მის ოჯახს ხალხი გაურბოდა.
ხშირი იყო, დაპატიმრებულის ცოლებს ისე ასახლებდნენ აკმოლენსკის ოლქში (ალჟირის საქმე), რომ ბავშვები მარტო რჩებოდნენ სახლებში … მათზე ახლო ნათესავებიც კი უარს ამბობდნენ…
ხოდა, ასე მოვიდა ეს ქვეყანა დღევანდლობანდე.
გვინახავს ოჯახის წევრების, მეზობლების, კოლეგების, მეგობრების, ყველას დუმილი და მაინც გადავრჩით!
ყველა ასეთი დრომ ჩარეცხა.
მოვა დრო და რეალური ოკუპაციის ისტორიაც ჩაიწერება და ღმერთის შერცხვებათ მათ შთამომავლებს, რომ უღალატეს ოჯახის წევრებს, მეზობლებს, კოლეგებს, მეგობრებს. .
ჩვენ დავამარცხევთ ღმერთის მგმობელ რუსულ რეჟიმს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას! ჩვენს შვილებს და იმ ისტორიას, რომელშიც ოქროს ასოებით წერია თუნდაც ამბროსი ხელაია!
ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!”
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.