მოედანი ყავარჯნებით დატოვა – საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით “ნიჟნი ნოვგოროდში” ირჯება, რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დაზიანება მიიღო.
მისი გუნდი საკუთარ მოედანზე “კრასნოდარს” უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს 8 აპრილს გამოკვლებები ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, “ნიჟნი ნოვგოროდი” აღნიშნულ დაპირისპირებაში “კრასნოდართან” 3:4 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში
უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში