მოდრიჩი ზაფხულში “რეალს” დატოვებს

ლუკა მოდრიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი დიდი ალბათობით, კარიერას ს ჩემპიონატში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, “რეალმა” მოდრიჩი 2012 წელს, “ტოტენჰემიდან” შეიძინა, ამ სეზონში ლუკამ “ბლანკოსში” ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.