მოგლეჯილი მრავალწლოვანი ხემცენარეები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და წაქცეული საახალწლო ნაძვის ხეები – ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო ლაგოდეხი-ყვარელისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
მსგავსი პრობლემა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გამარჯვებაში, ცენტრალურ გზაზე, ძლიერი ქარის გამო, წაქცეულია ხეები.
უამინდობის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.
ქარმა, ასევე, თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, სოფელ წინანდალში და გურჯაანის ცენტრში, საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად