მოგზაურობა ლაპლანდიაში და საგზურები პარიზის დისნეილენდში – რა სიურპრიზებს უმზადებს “რუსთავი 2” მაყურებელს საახალწლოდ

ახლოვდება ახალი წელი! ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე პოპულარული ადგილი, დიდებისთვის და პატარებისთვის, რა თქმა უნდა, ლაპლანდიაა! სწორედ აქ მდებარეობს სანტას რეზიდენცია! “რუსთავი 2” ერთგულ მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, იმოგზაუროს ყველასთვის საოცნებო ადგილზე – ლაპლანდიაში! ამისთვის კი, ძალიან მარტივი დავალების შესრულება მოგიწევთ:
უნდა დააფოლოვოთ, ანუ გამოიწეროთ “რუსთავი 2-ის” ოფიციალური ინსტაგრამგვერდი, გათამაშების პოსტზე, კომენტარებში უნდა მონიშნოთ ადამიანი, ვისთან ერთადაც წახვიდოდით ლაპლანდიაში და უნდა გააზიაროთ ეს პოსტი თქვენს ინსტაგრამსთორიში. სულ ეს არის. გათამაშება 27 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული გამოვლინდება სრულიად გამჭვირვალედ, შემთხვევითობის პრინციპით, გადაცემა “შუადღის” პირდაპირ ეთერში.
წინასაახალწლოდ ლაპლანდიაში მოგზაურობა ნამდვილად არაჩვეულებრივი საჩუქარია, თუმცა ეს არ არის ჯადოსნური მოგზაურობის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელსაც “რუსთავი 2” თავის მაყურებელს აძლევს. ყველაზე სახალხო გადაცემა “ოჯახობანა”, ნებისმიერ მსურველს ეპატიჟება სტუდიაში. ოჯახები ერთმანეთს სახალისო კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. ფინალში გამარჯვებული ოჯახი კი პარიზში, დისნეილენდში გაემგზავრება! 31 დეკემბერს “რუსთავი 2- ის” საახალწლო ეთერში გაირკვევა, რომელი ოჯახი იმოგზაურებს დისნეილენდში.
31 დეკემბერს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოება გელოდებათ – ყველაზე გემრიელისა და აზარტული შოუს “შეფების ლიგის” ფინალი! კულინარიული გადაცემის გამარჯვებული კი მიიღებს ბინას. უგულშემატკივრეთ მონაწილეებს, ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე!
ახალი წლის ღამეს გაირკვევა, ვინ მოიგებს ყველაზე რეიტინგულ, ყველაზე განხილვად, ყველაზე რეზონანსულ შოუს – “პრაიმჰაუსს” რეალითი შოუს გამარჯვებულისთვისაც ალბათ ყველაზე ჯადოსნური ღამე იქნება 31 დეკემებერს, რადგანაც “რუსთავი 2” მასაც ბინას გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ეს სტანდარტი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მოთხოვნა, რომლის გამოყენების სამართლიანი უფლება აქვს ქართულ სახელმწიფოს