უკრაინული მედიის ინფორმაციით, 35 წლის ცნობილ უკრაინელ ფეხბურთელ დენის გარმაშს მალე ფრონტის ხაზზე გააგზავნიან. ის მობილიზაციის ფარგლებში 28 ნოემბერს ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, ფეხბურთელს არ ჰქონდა სამხედრო სამსახურის ან მობილიზაციისგან გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტები.
გარმაშმა ნებაყოფლობით ჩააბარა სამხედრო სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ის ესაუბრა რეკრუტერებს და აირჩია უკრაინის შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფი, რომელშიც იმსახურებდა.
ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი წერს, რომ სპორტსმენი უპილოტო სისტემების ერთ-ერთ ქვედანაყოფში იმსახურებს, ფრონტზე გაგზავნამდე კი დაახლოებით 1-თვიან მოსამზადებელ პერიოდს გაივლის.
გარმაში 2010 წლიდან 2023 წლის ჩათვლით კიევის “დინამოს” წევრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მას უკრაინის ნაკრებში 2011/21-წლებში 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 გოლი გაუტანია.
საინტერესოა, რომ გარმაშს აქტიური სპორტული კარიერის შესახებ განცხადება გაკეთებული ჯერ არ ჰქონია და ის გასულ სეზონში დაბალი დივიზიონის ბინადარ “ლისნეში” ასპარეზობდა.
“სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი” – რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა – წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
“ჟირონა” უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი სინჯებზე კიევის “დინამოში” მიიწვიეს
კიევის “დინამოს” ნახევარმცველს ავტომობილი დაუცხრილეს [VIDEO]
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი “ჟირონაში” – ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს



