“მნიშვნელოვანი 2 ინფორმაცია!” – ზვიად ტომარაძე

1) როგორც იცით, ჩემს მიერ დაწერილ საკონსტიტუციო ცვლილებაზე სლოვაკეთის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერილიყო რომ დაუშვებელია ნაღდი ფულის გაუქმება, პარლამენტში ინიცირებისთვის სჭირდება 76 დეპუტატის ხელმოწერა!
კანონპროექტს ხელი მოაწერა “გირჩის” 4 (ვახტანგ მეგრელიშვილი, , ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო) და “ხალხის ძალის” 6 დეპუტატმა (სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველშვილი, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე).
პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის დახმარებით, გუშინ კანონპროექტს ასევე ხელი მოაწერეს: მ და ნიკა მაჭუტაძემ. ასე რომ სულ 12 ხელმოწერა გამოვიდა.
ხელმოწერაზე უარი თქვეს ალექსანდრე ელისაშვილის და გიორგი გახარიას პარტიებმა.
2) ჩვენს მიერ პარლამენტში შეტანილ პეტიციაზე: “ციფრული ლარის წინააღმდეგ” დღეს დამიკავშირდნენ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტიდან და მითხრეს, რომ პეტიციის განხილვაზე მოწვევენ ეროვნული ბანკის წარმომადგენელს და განხილვა პარლამენტში თებერვალში გაიმართება. ასევე მითხრეს რომ პეტიციის განხილვა თებერვალში გვიანი არ იქნება, რადგან ციფრული ფულის დანერგვის ვადამ გადაიწია და მისი დანერგვა იანვარში არ იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით