მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება – მიხეილ ყაველაშვილი

მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება – მიხეილ ყაველაშვილი
ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის დაცვა.
„თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და შენი ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავად იგრძნოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესი და სამშვიდობო პოლიტიკა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. „არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირის წევრობაზე, არასდროს გვითქვამს უარი ვინმესთან კომუნიკაციაზე. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ოღონდ იქვე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთან ცვლილებები მოხდება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და არა ვინმეს დაკვეთით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც