მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.
როგორც მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51% წილის დარჩება სახელმწიფოს, 49% ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.