მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, სამუშაო შეხვედრას გამართავს – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია

ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ოპოზიციის გაურკვეველი სტრატეგია – მმართველი გუნდი ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის, თუმცა, ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.
“ქართული ოცნების” მიზანი არ არის 9 პუნქტის შესრულება. არჩევნები შემოდგომაზე იქნება გარდამტეხი, რომლის შემდეგაც დემოკრატიული ძალები დავიწყებთ 9 პუნქტის შესრულებასა და დაჩქარებული ტემპებით საქართველოს შეყვანას ევროკავშირში, სადაც არის ღირსეული ცხოვრების პირობები,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური სპექტრისთვის ახლა მთავარი გამოწვევა 9 პუნქტის შესრულებაა, იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნისთვის კიდევ უფრო რეალური გახდეს. შესაბამისად, მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, პირობების შესასრულებლად, ყველა ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა