მმართველი გუნდის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გააუქმეს და იქ შესვლა შეეზღუდა

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის საშვი გააუქმეს, მმართველი გუნდი ეხმაურება და მას ტყუილს უწოდებს.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განმარტა, როგორც პრეზიდენტის, ასევე, მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლებს, უფრო მარტივი წესით, პირადობის მოწმობით, ასევე, ავტომობილითაც შეუძლიათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.
“გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლებსაც არა თუ აეკრძალათ, მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოსვლა და არა მარტო შემოსვლა, მანქანით შემოსვლა შეუძლიათ. ასე რომ, მათ სპეციალური საშვი არ სჭირდებათ იმისთვის, რათა პარლამენტის შენობაში შემოვიდნენ. კატეგორიით ამაღლდა მათი ხელმისაწვდომობა. გაუმარტივდათ ისევე, როგორც პარლამენტის ნებისმიერ წევრს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში პირადობის მოწმობით შეუძლიათ შესვლა და არ სჭირდებათ საგანგებო საშვი, ზუსტად ისეა დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის”, – განმარტავს .

ასევე დაგაინტერესებთ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია