მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა

არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.
რადიო თავისუფლების ცნობით, ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
პროკურატურამ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი 16 სექტემბერს წარუდგინა.
უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…