მკლავჭიდელ ქალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

მოსამართლე მარიდაშვილმა მკლავჭიდელ ქალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ ხატია ვიბლიანს თანხის გადასახდელად 20 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ვიბლიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ იცოდა, პირი ვისზე ძალადობასაც ედავებიან, რომ არასრულწლოვანი იყო.